Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბაქოში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს და რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ილჰამ ალიევთა შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. სამინისტროს ცნობით, ბაქოში შეხვედრისას საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
XS
SM
MD
LG