Accessibility links

logo-print

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე


ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ორი დღის განმავლობაში ის შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებს და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოხსენებით წარსდგა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს ეძღვნება. აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ფანჯიკიძემ ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმართავს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უკონტროლო ტერიტორიებს, რომლებიც შესაძლოა, კრიმინალური ელემენტებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად გადაიქცნენ.
XS
SM
MD
LG