Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების მიმდინარეობის საკითხი


ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობების და თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს ასოცირების და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეკრულებებზე საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების მიმდინარეობის საკითხი. პარლამენტის წევრებს ევროკავშირთან მოლაპარაკების დეტალები დახურულ კარს მიღმა გააცნეს საგარეო საქმეთა, იუსტიციის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ. დღესვე თბილისში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ 20 მარტს მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილავს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებს, 21-22 მარტს კი გაიმართება ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების მე-14 რაუნდი. ამავე ბრიფინგზე ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო განიხილავს ევროკავშირის ეგიდით სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუმცა საუბარია არა სამხედრო შენაერთების, არამედ მრჩეველთა ჩართულობაზე.
XS
SM
MD
LG