Accessibility links

აგრარულ უნივერსიტეტს პირდებიან ავტორიზაციის მაქსიმალურად სწრაფად მინიჭებას


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აგრარულ უნივერსიტეტს მაქსიმალურად სწრაფად მიენიჭება ავტორიზაცია. ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებულ გარემობებეზე თბილისში დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მარგველაშვილმა „კომიკური“ უწოდა მოთხოვნას, გაბათილდეს ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, მაგრამ მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს პოლიტიკური მზაობა, რაც შეიძლება მალე, ყველა ფორმალური პროცედურის გავლის შემდეგ, აგრარულ უნივერსიტეტს მიენიჭოს 12 მარტს გაუქმებული ავტორიზაცია. მიზეზია, მარგველაშვილის განმარტებით, ის გარემოება, რომ მას შემდეგ აგრარულმა უნივერსიტეტმა ხარვეზები გამოასწორა. "ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს მაქსიმალური სისწრაფით, ოღონდ კანონის ფარგლებში. ხომ იქნება სრული სისულელე, რომ უკანონოდ განვახორციელოთ ეს პროცესი? ავტორიზაცია მივანიჭოთ უკანონოდ?" - განაცხადა მარგველაშვილმა. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნაა, გაუქმდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის 12 მარტის გადაწყვეტილება უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე.
XS
SM
MD
LG