Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთთა ლიდერი აცხადებს, რომ ზავის მოწოდებით გამოვა


პატიმრობაში მყოფი ქურთთა მეამბოხე ლიდერი, აბდულა ოჯალანი აცხადებს, რომ 21 მარტს, როცა ქურთები ახალი წლის დადგომას აღნიშნავენ, აპირებს გამოვიდეს „ისტორიული“ ზავის დადების მოწოდებით, რომელმაც 28 წლის განმავლობაში მიმდინარე ქურთთა ამბოხება უნდა დაასრულოს. ეს ინფორმაცია პრო-ქურთული პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა გაავრცელა, რომელმაც ოჯალანის წერილი წაიკითხა. ოჯალანი - რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერია - თურქეთის პარლამენტს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღოს სამუდამო სამშვიდობო პროცესის დაწყებაში, რაც ითვალისწინებს ათასობით ქურთი მეამბოხის განიარაღებას. ანკარასა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შარშან დაიწყო.
XS
SM
MD
LG