Accessibility links

logo-print

ჩინეთის ახალი ლიდერი აშშ-ის ფინანსთა მინისტრს შეხვდა


ჩინეთის ახალი ლიდერი სი ძინპინი პეკინში შეხვდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯეკ ლიუს. ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-თან ჩინეთის ურთიერთობის მნიშვნელობას. ჯეკ ლიუმ გამოხატა ვაშინგტონის სურვილი პეკინთან სავაჭრო ბარიერების დაწევის თაობაზე და აგრეთვე აშშ-ის ბიზნესის დაცვაზე ჩინური კომპანიების მიერ მათი პროდუქციის კოპირებისგან. კვირას ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს ”ახალი ტიპის ურთიერთობას” აშშ-თან. ის გამოდის მოწოდებით - შეწყდეს ორ ქვეყანას შორის კიბერ-თავდასხმები. გასულ თვეში კომპიუტერული უსაფრთხოების კერძო ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ კიბერ-თავდასხმების უკან ჩინეთის საიდუმლო სამხედრო სამსახური იდგა. გასულ კვირაში ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩინეთის ახალ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას წამოწია.
XS
SM
MD
LG