Accessibility links

აშშ არ აპირებს ალან და ლორა შატოების გასამართლებას


აშშ-ის ტეხასის შტატის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს ამერიკელი ცოლ-ქმრის ალან და ლორა შატოების გასამართლებას 3 წლის ნაშვილები ბავშვის - მაქს შატოს სიკვდილის გამო. მაქსი (მაქსიმ კუზმინი) ამერიკელმა წყვილმა რუსეთში იშვილა. სწორედ მაქს შატოს სიკვდილის შემთხვევა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილება აკრძალა. ტეხასის ხელისუფლება ეყრდნობა აუტოპსიის შედეგებს და აცხადებს, რომ ის უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ლორა შატომ თავის დროზე განაცხადა, რომ მან ბიჭი უგონო მდგომარეობაში იპოვნა სახლთან ახლოს. ბავშვი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. წინასწარმა აუტოპსიამ აჩვენა, რომ ბავშვს სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, თუმცა, ოთხმა ექიმმა საბოლოო აუტოპსიის შედეგად დაასკვნა, რომ ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG