Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსის პარლამენტი დღეს აპირებს სადაო გეგმისთვის კენჭისყრას


კვიპროსის პარლამენტი დღეს აპირებს კენჭი უყაროს სადაო გეგმას, რომლის ნაწილია საბანკო ანაბრების ერთჯერადი დაბეგრვა. გეგმა კვიპროსის ახალმა მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებთან ერთად შაბათს შეიმუშავა და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მოსახლეობაში. კვიპროსში ბანკები ხუთშაბათამდე არ იმუშავებს. ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა ორშაბათს გამოაქვეყნეს განცხადება, რომლის თანახმადაც, ერთჯერადი ბეგარის ტვირთი არ უნდა დააწვეთ წვრილ მეანაბრეებს. გეგმის მიხედვით, 100 ათას ევროზე ნაკლები ანაბრის მფლობელები 6,75%-ით დაიბეგრებიან. გავრცელებული ცნობებით, კვიპროსის პარლამენტი აპირებს უფრო მაღალი ბეგარა დააკისროს 100 ათას ევროზე მეტი ანაბრის მფლობელებს. კვიპროსის მთავრობის გადაწყვეტილებამ განარისხა მოსკოვი, რადგან რუსეთის ბევრ მოქალაქეს აქვს ანგარიშები კვიპროსის ბანკებში.
XS
SM
MD
LG