Accessibility links

logo-print

რუსეთში შეწყდა მაგნიტსკის მკვლელობის გამოძიება


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შეწყვიტა ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გამოძიება. საგამოძიებო კომიტეტმა დღეს ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაგნიტსკი კანონიერად იყო მოთავსებული წინასწარი დაკავების იზოლატორში და იქ 2009 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. კომიტეტის განცხადებით, „გამოძიების მსვლელობაში არ დადგენილა მაგნიტსკის მიმართ დანაშაულის ამსახველი ობიექტური მონაცემები“ - იზოლატორში მასზე არავის მოუხდენია ზეგავლენა, არავის მიუმართავს ფიზიკური ძალადობის, ან წამებისათვის. მაგნიტსკი დააკავეს გადასახდების გადაუხდელობის ბრალდებით მას შემდეგ, რაც მან კორუფციაში დაადანაშაულა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. მისი ახლობლები აცხადებენ, რომ ციხეში მაგნიტსკის ცემდნენ და არ უწევდნენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას. რუსეთში მაგნიტსკის ასამართლებენ გარდაცვალების შემდეგაც - 22 მარტს განახლდება მისი სასამართლო პროცესი. მაგნიტსკის ნათესავებმა დღეს განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებას მაგნიტსკის სიკვდილის გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
XS
SM
MD
LG