Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს მეამბოხეებს


სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს მეამბოხეებს. სირიის სახელმწიფო მედიის დღევანდელი ცნობით, მეამბოხეებმა - როგორც მათ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი უწოდებს, „ტერორისტებმა“ - ქიმიური მასალის შემცველი რაკეტები გამოიყენეს ალეპოში, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. ამავე წყაროს ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყვნენ. სირიის მმართველმა რეჟიმმა პირველად დაადანაშაულა მეამბოხეები ქიმიური იარაღის გამოყენებაში. საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე არაერთხელ მიუმართავს მოწოდებით პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისათვის, არ გამოიყენოს ასეთი იარაღი. ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ქიმიური იარაღის უდიდესი მარაგი სწორედ სირიას აქვს. ორი წლის წინ დაწყებული კონფლიქტის მსვლელობაში, მეამბოხეებმა რამდენიმე სამხედრო ბაზა დაიპყრეს და ნათელი არ არის, რა სახის იარაღი ჩაუვარდათ ხელში.
XS
SM
MD
LG