Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიცია წესრიგს დაიცავს


საქართველოს შს-თა მინისტრი ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს დაგეგმილი აქციის შესახებ არსებულ წარმოდგენას გაზვიადებულს უწოდებს. მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ ესმის რა მოლოდინი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა, მიუხედავად იმისა, ვინ არის აქციის ორგანიზატორი, პოლიცია წესრიგს დაიცავს და თავშივე აღკვეთს პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას.
XS
SM
MD
LG