Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა ოპოზიციონერებმა პრემიერ-მინისტრი აირჩიეს


სირიელმა ოპოზიციონერებმა გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი აირჩიეს - ღასან ჰიტო, რომლის კანდიდატურასაც მხარი დაუჭირეს სირიის ოპოზიციური „ეროვნული კოალიციის“ შეხვედრაზე სტამბულში. კოალიციის წევრმა, აჰმად მარვანმა დღეს დილაუთენია გამოაცხადა პრემიერ-მინისტრის გამოსავლენად ჩატარებულ კენჭისყრაში გამარჯვებულის ვინაობა: „რეგლამენტის, სირიაში ოპოზიციის ეროვნული კოალიციის კონსტიტუციის შესაბამისად, ბატონი ღასან ჰიტო არის დროებითი მთავრობის ახალი პრემიერ-მინისტრი“. კოალიცია იმედოვნებს, რომ მთავრობა შეძლებს მუშაობას რეგიონებში, საიდანაც მეამბოხეებმა განდევნეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჯარები. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ნათელი არ არის, დაემორჩილებიან თუ არა ამ მთავრობას მეამბოხეები, რომლებიც სირიაში იბრძვიან. ოპოზიციის ახალი პრემიერ-მინისტრი 1963 წელს დამასკში დაიბადა და მრავალი წელი ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში.
XS
SM
MD
LG