Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდება მოძრაობა "19 აპრილი"


ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდება საზოგადოებრივი მოძრაობა, სახელწოდებით "19 აპრილი" - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი ჩანტლაძემ. მისი თქმით, აქციაში მონაწილეობის მიზანია ქვეყანაში არსებობდეს მთავრობის ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოების სახით. ამასთან, ჩანტლაძემ აღნიშნა, რომ მიესალმებიან, თუ მოძრაობის კონკრეტულ მოსაზრებებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები დაემთხვევა. საზოგადოებრივ მოძრაობას არასაკმარისად მიაჩნია საგარეო პროდასავლური კურსის შესახებ პარლამენტის რეზოლუცია და აცხადებს, რომ მთავრობის ყოველდღიური მოქმედება რუსეთისკენ სვლაა.
XS
SM
MD
LG