Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა და მეამბოხეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში


სირიის მთავრობა და მეამბოხეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ქალაქ ალეპოსთან ქიმიური იარაღის გამოყენებაში. სირიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, 25 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა სამშაბათს მეამბოხეების თავდასხმის შედეგად. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ვიდეოკადრები, რომლებიც, მისი განცხადებით, გადაიღეს დაშავებულთა საავადმყოფოში მოთავსებისას. მაგრამ მეამბოხეები ბრალდებას უარყოფენ და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებს ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს სირიის მთავრობის ვერსიის მხარდაჭერაზე მიანიშნა, როცა განაცხადა, რომ „უკიდურესად შემაშფოთებელი“ იქნებოდა მეამბოხეთა მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. ახლო აღმოსავლეთში ქიმიური იარაღის უდიდესი მარაგი, სავარაუდოდ, სწორედ სირიას აქვს. ორი წლის წინ დაწყებული კონფლიქტის მსვლელობაში, მეამბოხეებმა რამდენიმე სამხედრო ბაზა დაიპყრეს და ნათელი არ არის, რა სახის იარაღი ჩაუვარდათ ხელში.
XS
SM
MD
LG