Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსის პარლამენტმა უარყო საკამათო კანონპროექტი


კვიპროსის პარლამენტარებმა თითქმის ერთხმად უარყვეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა არაპოპულარულ ინიციატივას - ანაბრების დაბეგვრას. კანონპროექტს უარი 36-მა დეპუტატმა უთხრა, 19-მა თავი შეიკავა. მისთვის მხარი არავის დაუჭერია. კანონპროექტი ჩავარდა დღეს უფრო ადრე შეტანილი ცვლილების მიუხედავად - რომლის თანახმადაც აღარ დაიბეგრებოდნენ მცირედი დეპოზიტის მქონე მეანაბრეები. გავრცელებული ცნობებით, დეპუტატთა გადაწყვეტილებას პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი სიხარულით შეხვდა. მთავრობას 5.8 მილიარდი ევროს ამოღება ესაჭიროება საიმისოდ, რომ უცხოეთიდან 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მიიღოს და გაკოტრებას გადაურჩეს. კვიპროსს ახლა სხვა გეგმის შემუშავება მოუწევს საჭირო თანხის შესაგროვებლად.
XS
SM
MD
LG