Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ პატივი მიაგო ომის ვეტერანებს


ერაყის ომის დაწყების მეათე წლისთავზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პატივი მიაგო ომის ვეტერანებს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ობამა წერს, რომ ამერიკელების მიერ გაღებულმა მსხვერპლმა ერაყელ ხალხს საშუალება მისცა „თავიანთი მომავალი თავად განესაზღვრათ, ხანგრძლივი სირთულეების შემდეგ“. ობამას თქმით, ამერიკელი ერი პატივს მიაგებს იმ 4,500-მდე ამერიკელის ხსოვნას, რომელიც ერაყში დაიღუპა. ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა ერაყი 2011 წლის დეკემბერში დატოვა - ვეტერანი ლიდერის, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობიდან 8 წლის შემდეგ. დღეს უფრო ადრე ბაღდადიდან გავრცელდა ცნობები რომ 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აფეთქებების და სროლის შედეგად, ძირითადად შიიტურ უბნებში. ერაყის ომის დაწყებიდან ათწლეულის შემდეგ უსაფრთხოების მხრივ ვითარება არამყარი რჩება, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა ძალადობის ხარისხი.
XS
SM
MD
LG