Accessibility links

logo-print

მალალა სკოლაში დაბრუნდა


მალალა იუსაფზაი, თალიბი ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად დაჭრილი პაკისტანელი გოგონა, სკოლაში დაბრუნდა. 15 წლის მალალა 19 მარტს თავის თანატოლებს შეუერთდა ინგლისის ქალაქ ბირმინგემის ედგაბასტონის გოგონათა სკოლაში. მალალა ამბობს, რომ უხარია სკოლაში დაბრუნება და უნდა, რომ ”მსოფლიოს ყველა გოგოს ჰქონდეს ამის საშუალება”. მალალა დიდი ბრიტანეთში გადააფრინეს მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში სკოლისაკენ მიმავალს თალიბი ექსტრემისტი დაესხა თავს და თავში დაჭრა.
XS
SM
MD
LG