Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით საყვარელიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებს უმცირესობის საპარლამენტო თანამდებობის პირები მისცემენ ხმას


საპარლამენტო უმცირესობიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემენ თანამდებობის პირები, მათ შორის - უმცირესობის ლიდერიც, - უთხრა პარლამენტარმა დავით საყვარელიძემ ”ინტერპრესნიუსს”. მან თქვა, რომ ეს სიმბოლური ჟესტი იქნება, ”რომელიც არ იქნება დამოკიდებული მოხალისეობასა და ხელის აწევაზე.” დავით საყვარელიძემ განმარტა, რომ ”თანამდებობის პირებში” გულისხმობს უმცირესობის ლიდერს, ფრაქციის თავმჯდომარეებს, ვიცე-სპიკერს და ”სხვებს, ვინც შვიდი ხმისთვის იქნება საკმარისი". საპარლამენტო უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე უმცირესობა მოითხოვს, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება საკონსტიტუციო კვორუმისთვის.
XS
SM
MD
LG