Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში მოსახლეობამ გზა გადაკეტა


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების მოსახლეობამ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ჩაატარა და რუსტავისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოფელში წლების განმავლობაში არ არის სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, გზა, და საბავშვო ბაღი. ასევე, მათ არა აქვთ პრივატიზებული მიწის ნაკვეთები და სახლები. აქციის მონაწილეები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან აღნიშნული პრობლემების გადაჭრას მოითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG