Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეაში, სავარაუდოდ, კიბერშეტევა მოეწყო ბანკებსა და მაუწყებლებზე


სამხრეთ კორეაში რამდენიმე ბანკისა და მაუწყებლის კომპიუტერული ქსელები გამოირთო, რის გამოც პოლიცია აწარმოებს გამოძიებას სავარაუდო კიბერშეტევასთან დაკავშირებით. სამხრეთ კორეაში დაფუძნებული ინტერნეტპროვაიდერის, LG Ulpus-ის ვარაუდით, მის ქსელში ჰაკერებმა შეაღწიეს. საინფორმაციო სააგენტო "ფრანსპრესი" ავრცელებს სამხრეთ კორეის პოლიციის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, რომ ამ სააგენტოს კიბერ-ჯგუფი იძიებს ცნობებს კოორდინირებული იერიშის შესახებ. კომპიუტერული ქსელები გამოირთო რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ შეერთებული შტატები და სამხრეთი კორეა დაადანაშაულა ჩრდილოეთის წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელებაში. ფხენიანი მიჩნეულია პასუხისმგებლად 2009 და 2011 წელს მოწყობილ ორ კიბერთავდასხმაზე, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ კორეის სამთავრობო უწყებებისა და საფინანსო ინსტიტუტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG