Accessibility links

logo-print

მერკელი სინანულს გამოთქვამს კვიპროსის პარლამენტის გადაწყვეტილების გამო


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სინანულს გამოთქვამს კვიპროსის პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, უარყოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საბანკო ანაბრების ერთჯერად დაბეგვრას უცხოელი კრედიტორებისაგან 10 მილიარდი ევროს დახმარების მისაღებად. კანცლერმა დღეს ბერლინში განაცხადა, რომ ახლა უნდა დაელოდონ კვიპროსის ალტერნატიულ წინადადებებს. „ჩვენ კვიპროსის მიმართ, რასაკვირველია, დიდი პატივისცემით მოვეკიდებით წინადადებებს, რომლებსაც კვიპროსი წარმოგვიდგენს. გერმანიას, ბუნებრივია, სურს გამოსავლის მოძებნა. კვიპროსი ჩვენი პარტნიორია ევროზონაში და ამიტომ ვალდებული ვართ, ერთად ვეძებოთ გამოსავალი“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა. იუწყებიან აგრეთვე, რომ კვიპროსის მთავრობა საგანგებო შეხვედრებს მართავს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უარყო ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც საბანკო ანაბრების დაბეგვრასაც ითვალისწინებს. ეს გეგმა მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს კვიპროსელებში.
კვიპროსის ფინანსთა მინისტრი, მიხალის სარისი მოსკოვში გაემგზავრა ფინანსური მხარდაჭერის მიღების იმედით.
XS
SM
MD
LG