Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელს ეწვია


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ისრაელს ეწვია ვიზიტით, რომელიც, თეთრი სახლის განცხადებით, მიზნად ისახავს ებრაელთა სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურებას. ობამა დღეს ხვდება ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს. დღის წესრიგში შესულ საკითხებს შორის არის სირიის კონფლიქტი, არეულობა ეგვიპტეში და მოლაპარაკება პალესტინელებთან. რეგიონში ოთხდღიანი ვიზიტის მსვლელობაში ობამა შეხვდება აგრეთვე პალესტინელების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და იორდანიის მეფე აბდულას - ამ ქვეყნის დედაქალაქ ამანში.
XS
SM
MD
LG