Accessibility links

logo-print

ევროკავშირი, მთლიანობაში, დადებითად აფასებს საქართველოს


ევროკავშირმა გამოაქვეყნა წლიური ანგარიში „სამეზობლო პოლიტიკაში“ მონაწილე ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე - საქართველო, მთლიანობაში, დადებით შეფასებას იმსახურებს. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ მიმართა ზომებს ევროკავშირის თითქმის ყველა წინა რეკომენდაციის გასათვალისწინებლად, რაც გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებას, კორუფციასთან ბრძოლას, სასამართლო რეფორმას, ადგილნაცვალი პირების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ანგარიშში ხაზგასმულია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის როლების პატივისცემის საჭიროება, კოჰაბიტაციის პირობებში ბოლო თვეების დაძაბულობის ფონზე. მოლდავეთთან ერთად, საქართველო მიიღებს ევროკავშირის დამატებითი ფონდების ყველაზე დიდი ნაწილს. ეს ფული განკუთვნილია ევროკავშირის მეზობლებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტ რეფორმას ახორციელებენ. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა 2004 წლიდან მოქმედებს და ეხება ევროკავშირის ურთიერთობას 16 მეზობელთან - მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.
XS
SM
MD
LG