Accessibility links

ჯერჯერობით არ გარკვეულა საქართველოს პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი


საბოლოოდ ჯერჯერობით არ გარკვეულა სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი საქართველოს პარლამენტში, რომელმაც პირველი მოსმენით 21 მარტს უნდა განიხილოს მთავრობასთან მიმართებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი. წუხელ პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს, თუმცა, ჯერ სარეიტინგო კენჭისყრა უნდა ჩატარდეს და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ უმრავლესობას ხმები აკლია, უმცირესობა მზად არის დანაკლისი შეავსოს.
XS
SM
MD
LG