Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შინაარსს და ტონალობას მისასლმებელი უწოდა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შინაარსს და ტონალობას მისასლმებელი უწოდა უმცირესობის ლიდერმა. დავით ბაქრაძის შეფასებით, დავით უსუფაშვილის განცხადება მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც დღემდე ესმოდათ, ანუ იმისგან, რომ საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებას უმცირესობის გარეშეც შეძლებდნენ. ”ამ ყველაფერმა გვაიძულა და დაგვიტოვა ერთადერთი გამოსავალი, რომ საკითხი გარკვეულიყო სარეიტინგო კენჭისყრის მარტივი გზით” - განაცხადა ბაქრაძემ. მან დაადასტურა, რომ უმცირესობა მზად არის მხარდაჭერისთვის, თუმცა, არა იმ პირობებში, როდესაც საუბარია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრთა ხმებს და დამოკიდებულებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უმცირესობის ლიდერის შეფასებით, საკითხს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს სწორედ სარეიტინგო კენჭისყრა, რომელიც დავით ბაქრაძის შეფასებით, ”არც ძალის დემონსტრირებაა და არც კაპრიზი.” მისივე განცხადებით, თუ უმრავლესობა პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსი მიდგომით და რიტორიკით გააგრძელებს ოპოზიციასთან ურთიერთობას, შესაძლებელი იქნება როგორც საკონსტიტუციო ცვლილების, ასევე სხვა საკითხებზე შეთანხმება.
XS
SM
MD
LG