Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიმართა


აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღსადგენად საჭირო პროცედურის კანონის ფარგლებში და მაქსიმალურად სწრაფად წარმართვის თხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა. გიორგი მარგველაშვილმა მიმართვის მიზეზად პიარსპეკულაციის დასრულების აუცილებლობა დაასახელა. მინისტრის განცხადებით, აგრარულმა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის აღსადგენად წარადგინა ხარვეზების გამოსწორების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლითაც კანონთან შესაბამისი გახდა. მარგველაშვილის განმარტებით, ხარვეზების გამოსწორება იმის დასტურია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 12 მარტის გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ობიექტური იყო. განათლების მინისტრმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მასთან ერთად ცენტრის თანამშრომლებიც იქცნენ კახა ბენდუქიძის და ყოფილი მთავრობის ზოგიერთი სხვა მაღალჩინოსნის ”პოლიტიკური კლოუნადის და უსამართლო თავდასხმის” მსხვერპლად და საზოგადოება თვალს ადევნებდა პოლიტიკურ კამპანიას, ლოზუნგით, ”ბენდუქიძე კანონზე მაღლა დგას.” მარგველაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯგუფი, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში კანონს არ ცნობდა, კანონმდებლობის სამსახურში ჩადგა.
XS
SM
MD
LG