Accessibility links

ობამა ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ისრაელს ეწვია ვიზიტით, რომელიც, თეთრი სახლის განცხადებით, მიზნად ისახავს ებრაელთა სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურებას. ისრაელში სტუმრობით დაიწყო ობამას პირველი ტურნე აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ. „ამ ვიზიტს ვხედავ, როგორც შესაძლებლობას, დავადასტურო ურღვევი კავშირი ჩვენს ერებს შორის, დავადასტურო ამერიკის უარყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და პირდაპირ დაველაპარაკო ისრაელის ხალხსა და თქვენს მეზობლებს“, განაცხადა ბარაკ ობამამ თელ-ავივში. ისრაელის ლიდერებთან მოლაპარაკების დღის წესრიგში შესულ საკითხებს შორის არის ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე საფრთხე, სირიის კონფლიქტი, არეულობა ეგვიპტეში და მოლაპარაკება პალესტინელებთან. რეგიონში ოთხდღიანი ვიზიტის მსვლელობაში ობამა შეხვდება აგრეთვე პალესტინელების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და იორდანიის მეფე აბდულას - ამ ქვეყნის დედაქალაქ ამანში.
XS
SM
MD
LG