Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა მოუწოდებს გაეროს გამოიძიოს სავარაუდო ქიმიური თავდასხმა


სირიის მთავრობა აცხადებს, რომ თხოვნით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს, რათა გამოძიებულ იქნას სირიის ჩრდილოეთში სავარაუდო მეამბოხეების მიერ განხორციელებული ქიმიური იერიში. გაეროში სირიის ელჩის ბაშარ ჯაფარის თანახმად, სირიის მთავრობა გაეროს საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს. თუმცა, გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა მარტინ ნესირკიმ პასუხად განაცხადა, რომ გაეროს ოფიციალური თხოვნა არ მიუღია. სირიის ხელისუფლება და მეამბოხეები ერთმანეთს დებენ ბრალს სამშაბათს ქვეყნის ჩრდილოეთში განხორციელებულ სასიკვდილო ქიმიურ შეტევაში. თავის მხრივ სირიის ოპოზიციური ნაციონალური საბჭოც გამოდის მოწოდებით, რომ ინცინდენტის საერთაშორისო გამოძიება მოხდეს. აშშ-ი და ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მსგავსი თავდასხმა არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება.
XS
SM
MD
LG