Accessibility links

ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან ნასროლი ორი ჭურვი ჩავარდა


ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს დილით ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან ნასროლი ორი ჭურვი ჩავარდა. პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლთან დაეცა. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია ამ ქმედებაზე ვინმეს მიერ პასუხისმგებლობის აღების შესახებ. ინციდენტი რეგიონში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღეს დაემთხვა.
XS
SM
MD
LG