Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ურჩევენ, არ დაელოდოს საოცრებებს ვილნიუსის სამიტისგან


ევროკავშირის ელჩი საქართველოს ურჩევს, ვილნიუსის სამიტისგან საოცრებებს არ დაელოდოს. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, ასეთი პასუხი გასცა ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირის ვილნიუსის სამიტისგან. თუმცა ევროკავშირის ელჩმა დასძინა, რომ სამიტი არის კარგი შესაძლებლობა იმის შესაფასებლად, თუ რას მიაღწია საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თითოეულ ქვეყანასთან მიდგომა ინდივიდუალურია, სწორედ ამიტომ აღნიშნულ სამიტზე გაკეთებული შეფასებები მნიშვნელოვანია. ის ქვეყნები, ვინც მიიჩნევა რომ დადებით ცვლილებებს ახორციელებენ, როგორც წესი, დადებითად ფასდება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია რას აკეთებ, თუმცა მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქნება ეს აღქმული", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა. მისივე თქმით, ვილნიუსში ხელი არაფერს მოეწერება, რადგან "ხელმოწერების მაგიდა არ არსებობს", თუმცა სამიტზე ჩამოყალიბდება შეთანხმებები საბოლოო სახით და ისინი საზოგადოებას წარედგინება.
XS
SM
MD
LG