Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გზაზე დადებულ ნაღმს ოლქის ხელმძღვანელი ემსხვერპლა


ავღანეთის ერთ-ერთი ოლქის ხელმძღვანელი და მისი ორი მცველი დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად ქვეყნის დასავლეთში, ტაჯიკეთის საზღვართან ახლომდებარე ტახარის პროვინციაში. აფეთქება დაემთხვა ნოვრუზის, ახალი წლის პირველი დღის დადგომის დღესასწაულის დაწყებას. პოლიციის ინფორმაციით, ნაღმი აფეთქდა იმ დროს, როდესაც ესკაშენის ოლქის ხელისუფალმა აბდულ მანანა ჰაკიმიმ მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე ხიდი გადაიარა და ნოვრუზის დღესასწაულის აღსანიშნავად მიეშურებოდა. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო და ამის შესახებ ექსტრემისტული ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ელექტრონული შეტყობინებით აცნობა ჟურნალისტებს.
XS
SM
MD
LG