Accessibility links

logo-print

ევროპის ბანკმა კვიპროსს ანტიკრიზისული გეგმისათვის ახალი ვადები დაუწესა


ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ორშაბათამდე მისცა დრო კვიპროსის ხელისუფლებას, მომჭირნეობის იმ ახალი გეგმის შესამუშავებლად, რის საფუძველზე კრიზისში მყოფი ქვეყანა ევროკავშირისაგან ფინანსური დახმარების მიღებას შეძლებს. ევროპის ცენტრალური ბანკი შესაძლებლობას აძლევს კვიპროსის ბანკებს, რათა კრახის თავიდან ასაცილებლად გამოიყენოს ადგილობრივი ცენტრალური ბანკის საგანგებო ფონდები. თუმცა, ევროპის ბანკი აცხადებს, რომ შეამცირებს ამ საგანგებო ფონდების მოცულობას, თუკი ორშაბათამდე არ იქნება შეთანხმებული ფინანსური სტაბილურობის გეგმა. ევროკავშირი და საერთაშორისო ფონდი კვიპროსისათვის 10 მილიარდი დოლარის მოცულობის საგანგებო სესხის გამოყოფას დათანხმდნენ, თუკი ნიქოსია მოახერხებდა დანარჩენი 5.8 მილიარდი ევროს მობილიზებას. კვიპროსის მთავრობას განზრახული ჰქონდა აღნიშნული თანხა საბანკო დეპოზიტების დაბეგვრით მიეღო, თუმცა კანონმდებლებმა 19 მარტს არ დაუჭირეს მხარი მთავრობის ამ გეგმას.
XS
SM
MD
LG