Accessibility links

logo-print

პაკისტანის დევნილთა ბანაკში აფეთქებას 12 კაცი შეეწირა


პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, ავღანეთის მოსაზღვრე ფეშავარის მახლობლად იძულებით ადგილნაცვალ პირთა ბანაკში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 კაცი დაიღუპა. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ინფორმაციით ჯალოზაის თავშესაფარში აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც დევნილებს დახმარება ურიგდებოდათ. პოლიციის უფროს ბაჰროზ ხანის თქმით, ბომბი ერთ-ერთ მანქანაში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი ბავშვი. დაჭრილთა რაოდენობა 30 კაცს უდრის. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულ დევნილთა თავშესაფარში ადრე ავღანელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ამჯერად ბანაკში იძულებით ადგილნაცვალი პაკისტანელები ცხოვრობენ. ფეშავარი თალიბანის ერთ-ერთ სიმაგრედ ითვლება, თუმცა ორგანიზაციის პრესმდივანმა უარყო მომხდარ აფეთქებაში თალიბანის პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG