Accessibility links

პოლიცია ქართველი ჯარისკაცის თვითმკვლელობის მიზეზებს იძიებს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სამხედრო მოსამსახურის სიკვდილის მიზეზებს. შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი კახეთში, ბაკურციხის ტყეში დაახლოებით 4-5 დღის წინ ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც ახალი ამების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რეგიონული მედიასაშუალებები წერენ, რომ 1987 წელს დაბადებული ჯარისკაცი მცხეთის სამხედრო ნაწილში მსახურობდა.
XS
SM
MD
LG