Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა ფრაქციის დატოვების მიზეზები განმარტეს


თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ზეწოლის შედეგად დატოვებას უარყოფენ საკრებულოს წევრები დავით ჯინჭარაძე და გიორგი ქველაძე. მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვება ახალი რეალობიდან გამომდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად ჯინჭარაძის და ქველაძის განმარტებისა, რომ ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია ზეწოლის გამო არ დაუტოვებიათ, თბილისის საკრებულოში ამ ფრაქციის თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის განცხადებით "ყველამ იცის, რომ ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან წასული ადამიანები პოლიტიკურ დევნას განიცდიდნენ.”
XS
SM
MD
LG