Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდი პარლამენტში შეხვდა თედო ჯაფარიძესა და დავით ბაქრაძეს


საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი პარლამენტში შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს და უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს. დღესვე ელჩმა აშშ-ის საელჩოს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რომლის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც დაესწრო. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სხვა საკითხებთან ერთად საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე. თავის მხრივ, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანია. ელჩმა დამთხვევა უწოდა იმას, რომ პარლამენტში იმყოფება იმ დღეს, როცა დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებაზე უნდა იმსჯელოს.
XS
SM
MD
LG