Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსის ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმაზე შეთანხმდა


კვიპროსის პოლიტიკური პარტიებს შორის მიღწეულია შეთანხმება „საინვესტიციო სოლიდარობის ფონდის“ თაობაზე, რაც ფინანსური სტაბილურობის გეგმის ნაწილს შეადგენს, - ამის თაობაზე კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა. უცნობია სხვა დეტალები, თუ რისგან შედგება აღნიშნული ფონდი. ხუთშაბათს მიმდინარე შეხვედრაზე, რომლის რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას შემცირდეს ერთობ არაპოპულარული დეპოზიტების გადასახადის მოცულობა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც 21 მარტს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ორშაბათამდე მისცა დრო კვიპროსის ხელისუფლებას, მომჭირნეობის იმ ახალი გეგმის შესამუშავებლად, რის საფუძველზე კრიზისში მყოფი ქვეყანა ევროკავშირისაგან ფინანსური დახმარების მიღებას შეძლებს. იმავდროულად კვიპროსის ფინანსთა მინისტრი მიხალის სარისი ფინანსური დახმარების სათხოვნელად მოსკოვში იმყოფება.
XS
SM
MD
LG