Accessibility links

ბარაკ ობამამ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს „ორი სახელმწიფოს იდეას“


ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობა არ არის „კონსტრუქციული“ ან „შესატყვისი“ და არ უწყობს ხელს „მშვიდობის მიღწევას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა რამალაში, სადაც ბარაკ ობამამ და პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ორივე ლიდერმა აღნიშნეს, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია ისრაელსა და პალესტინას შორის, თუმცა აუცილებლად უნდა გადაიჭრას მნიშვნელოვანი პრობლემები. ობამამ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს „აშშ-ი ერთგული რჩება ორი სახელმწიფოს იდეის განხორციელებისა, რაც როგორც პალესტინელი ხალხის, ისე ისრაელის უსაფრთხოების, აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს ინტერსებს შეესაბამება. რადგან ორივე ხალხს აქვს თვითგამორკვევის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უფლება, ჩვენ ვესწრაფვით ებრაელთა სახელმწიფო ისრაელის გვერდით დამოკიდებელი, ქმედუნარიანი და ტერიტორულად განუყოფელი პალესტინის სახელმწიფოს, როგორც პალესტინელი ხალხის სამშობლოს შექმნას,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდი აუარა საუბარს ისეთ ხელისშემშლელ პრობლემებზე, როგორიცაა ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობა და ისრაელის ციხეებში პალესტინელთა ყოფნა. .
XS
SM
MD
LG