Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ხადური: სამხედრო ბაზებზე ვითარება სავალალოა


საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ქართული ჯარის ინფრასტრუქტურის კუთხით მდგომარეობა სავალალოა. მან ეს განცხადება თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მას აქვს კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან, რათა ინფრასტრუქტურული პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დამატებითი თანხები გამოეყოს.”თითქმის 8 მილიარდი ლარი არის გადაყრილი და მხოლოდ ფასადებს მოხმარდა. არის მნიშვნელოვანი პრობლემები ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო და სასწავლო პირობებთან დაკავშირებით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
XS
SM
MD
LG