Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება


2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მორიგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს საფრანგეთში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება და მას პირველი არხი აჩვენებს. საქართველოს ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩს მართავს. მანამდე ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა ერთი მოიგეს, ერთი ფრედ ითამაშეს და ორ მატჩში დამარცხდნენ.
XS
SM
MD
LG