Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ახალი პრეზიდენტი პირველი ვიზიტით რუსეთში ჩავიდა


ჩინეთის ახალი პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა უცხოეთში თავისი პირველი ვიზიტით. სი ძინპინის ამ, სამდღიან ვიზიტამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა შეფასება, რომ პეკინთან მოსკოვის ურთიერთობა არასდროს ყოფილ ამჟამინდელზე უკეთესი. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო ხუთ წელიწადში ორმხრივი ვაჭრობის გაორმაგების ფაქტზე. პუტინის განცხადებით, სი ძინპინმა, რომელიც გასულ კვირაში დაამტკიცეს ჩინეთის პრეზიდენტის პოსტზე, რუსეთი აირჩია პირველი ვიზიტისათვის, რათა ხაზი გაუსვას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის განსაკუთრებულობას. მოლაპარაკების თემებს შორის არის ვაჭრობა და რუსეთიდან ჩინეთში გაზის იმპორტი.
XS
SM
MD
LG