Accessibility links

კრემლი აკრიტიკებს აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს საქართველო-შეერთებული შტატების 12-დღიან სამხედრო წვრთნებს, რომლებიც 19 მარტს დაიწყო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. სამინისტროს პრესმდივნის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, მანევრები „შეშფოთებას იწვევს“. ლუკაშევიჩმა თბილისს ბრალად წაუყენა, რომ ის უარს ამბობს, შეეგუოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილ „ახალ პოლიტიკურ რეალობებს“. რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა დასძინა, რომ უცხოეთის ნებისმიერი სამხედრო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ „გაართულებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების პერსპექტივას“.
XS
SM
MD
LG