Accessibility links

ობამამ ისრაელში მოინახულა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი


ისრაელში ვიზიტისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს მოინახულა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი - "იად ვაშემი", რომელიც იერუსალიმში მდებარეობს. მანამდე ობამამ ყვავილების გვირგვინებით შეამკო თანამედროვე სიონიზმის ფუძემდებლის, თეოდორ ჰერცლისა და ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, 1995 წელს მოკლული იცხაკ რაბინის საფლავები. ობამას ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს ასევე ბეთლემში ჩასვლას, ქრისტეს შობის ტაძრის მოსანახულებლად. მოგვიანებით ობამა ეწვევა იორდანიას, მეფე აბდულასთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG