Accessibility links

logo-print

კვიპროსის პარლამენტი კენჭს უყრის ფინანსური დახმარების ახალ გეგმას


კვიპროსის მთავრობა პარლამენტარებს მოუწოდებს, მიიღონ „დიდი გადაწყვეტილებები“ ფინანსური კრიზისის გამწვავების თავიდან ასაცილებლად. მთავრობის პრესმდივნის, ხრისტოს სტილიანიდესის თქმით, „მომდევნო რამდენიმე საათი გადაწყვეტს ქვეყნის მომავალს“. პარლამენტმა პარასკევს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების ახალ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაციას და „საინვესტიციო სოლიდარული ფონდის“ დაფუძნებას. ბუნდოვანია, რა იგულისხმება ამ ფონდით. კვიპროსმა უნდა წარმოადგინოს 5,8 მილიარდი ევრო, ანუ 7,5 მილიარდი დოლარი, რათა უცხოელი დონორებისაგან მიიღოს 10 მილიარდი ევროს დახმარება. თუ კვიპროსი ორშაბათამდე არ წარმოადგენს ახალ გეგმას, ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ შეუჩერებს კვიპროსის ბანკებს საგანგებო დახმარების სახით ნაღდი ფულის მიწოდებას, რაც ბანკების კოლაფსს გამოიწვევს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვს არ დაუხურავს კარი კვიპროსისთვის დახმარების მისაწოდებლად. მანამდე რუსეთის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება დასრულებულია.
XS
SM
MD
LG