Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მიემგზავრებიან III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცები


სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის ავღანეთში მიემგზავრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცები. მათი გაცილების ცერემონია დღეს გაიმართა ვაზიანის ბაზაზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩართვამდე ორივე ბატალიონი კრწანისის სასწავლო ცენტრში, 6 თვის განმავლობაში ემზადებოდა აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადის ხელმძღვანელობით. ახალი სამშვიდობო კონტინგენტი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს I და II ქვეითი ბრიგადების მე-12 და 23-ე ბატალიონებს და ჰელმანდის პროვინციაში ექვსი თვის განმავლობაში იმსახურებს ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში.
XS
SM
MD
LG