Accessibility links

logo-print

დავით ბაქრაძე: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი დაზუსტდება


საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პრინციპული მზადყოფნა პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგეს. ”მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ახირებებსა და ულტიმატუმებთან”, - განაცხადა ბაქრაძემ. მისი შეფასებით, თავის დროზე შეცდომა იყო, რომ პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლის საშუალება არ მიეცა. თებერვლის დასაწყისში საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ანგარიშს მოისმენდა მხოლოდ მთავრობასთან მიმართებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების შემდეგ. ცვლილების პროექტის საბოლოოდ მიღებას პარლამენტში 25 მარტს ვარაუდობენ. საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა დღეს არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტი ანგარიშით მარტის ბოლომდე წარდგება.
XS
SM
MD
LG