Accessibility links

logo-print

აკაკი ბობოხიძე: გაიმარჯვა არა ნაციონალურმა მოძრაობამ, არამედ საქართველოს მოსახლეობამ


საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი ბობოხიძე, რომელმაც ყველას შეახსენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით დამტკიცება სჭირდება. ბობოხიძის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტები სწორად დასმული არ იყო, რადგან გაიმარჯვა არა ნაციონალურმა მოძრაობამ, არამედ საქართველოს მოსახლეობამ, ხოლო იმაზე საუბრით, რომ უმრავლესობას საჭირო ხმები ისედაც ჰქონდა, იგივე გააგრძელა პრემიერ-მინისტრმა. ”აღარ მაინტერესებს რას ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, არ მაინტერესებს რას იტყვის ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ რადგან ვთვლით, რომ ეს საქართველოს სჭირდება, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი საბოლოოდაც მიიღებს”, - განაცხადა აკაკი ბობიხიძემ. მან ყველას მოუწოდა, პარლამენტს მისცენ მუშაობის და საქართველოსთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების საშუალება და თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას და საუბარს იმაზე, ”თუ ვისმა კლანმა გადაწია ერთი, თუ მეორე ხელი.”
XS
SM
MD
LG