Accessibility links

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ცუდი ფონი შეუქმნა კარგ გადაწყვეტილებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს მან ურჩია დასთანხმებოდა სარეიტინგო კენჭისყრის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ”უცნაურ ახირებას,” მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ხმების ისედაც მიღების თვალსაზრისით, მხოლოდ მცირე ეჭვი არსებობდა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შესაძლო ჩავარდნა მთავრობაში რაიმე შიშს არ იწვევდა და არც საზოგადოებისთვის იყო საშიში. ”ძალიან ცუდი ის იქნებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩებოდა პრაქტიკულად, საზოგადოების მიღმა და ამის სურვილი მე არ გამაჩნდა და არ გამაჩნია დღესაც”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი საზოგადოებისგან მეტ დივიდენდს მიიღებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებას თამაშის გარეშე რომ დათანხმებოდნენ. ივანიშვილის შეფასებითვე, საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით დამტკიცების კარგ გადაწყვეტილებას ცუდი ფონი შეუქმნა პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელმა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა გამოსვლამ.
XS
SM
MD
LG