Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი


საქართველოს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა და 123 ხმით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმად, პრეზიდენტი მის მიერ დათხოვნილ, ან გადამდგარ მთავრობას დააკისრებს მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე. პირველი მოსმენით პარლამენტმა პროექტი გასულ საღამოს 135 ხმით დაამტკიცა, რასაც წინ უძღოდა უმცირესობის მიერ მოთხოვნილი სარეიტინგო კენჭისყრა. საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით დამტკიცება საქართველოს გამარჯვებად შეაფასა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მთავრობას მისცემს სტაბილურად მუშაობის საშუალებას, რაც მოსახლეობაზე დადებითად აისახება, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ კი აღნიშნა, რომ ბევრი ინვესტორი საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მეტი გარანტიის მოლოდინში იყო და შესაბამისად, პარლამენტმა მწვანე შუქი აუნთო ახალ საინვესტიციო აქტივობას.
XS
SM
MD
LG