Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში განახლდა ორგანიზაცია „მემორიალის“ შემოწმება


რუსეთში დღეს კვლავ შეუდგნენ უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ შემოწმებას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი" „მემორიალის“ ხელმძღვანელის, არსენი როგინსკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლები ამოწმებენ ორგანიზაციის ერთ-ერთ სტრუქტურას - „მოსკოვის მემორიალს“. ამ ზომას როგინსკი საზოგადოებაზე სახელმწიფოს ზეწოლად მიიჩნევს. წინა დღეს შემოწმება ჩატარდა „მემორიალის“ საერთაშორისო საზოგადოებაში, რასაც მომავალ კვირაში მოჰყვება „მემორიალის უმფლებადამცველი ცენტრის შემოწმება. „მემორიალი“ არის ისტორიულ-საგანმანათლებლო, უფლებადამცველი და საქველმოქმედო საზოგადოება - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც შედის 74 რეგიონული და უცხოეთში მოქმედი ჯგუფი.
XS
SM
MD
LG